ქუთაისელმა პოეტმა და მუსიკოსმა, თამაზ მონიავამ პოეტ ნიკა
ჩერქეზიშვილს სოლიდარობა გამოუცხადა.
მისი თქმით, შემოქმედი ადამიანები ქუჩაში არ უნდა რჩებონენ.
"არ შეიძლება შიოდეს ხელოვან და შემოქმედ ადამიანს. ვუცხადებ
სოლიდარობას ნიკა ჩერქეზიშვილს და მოვუწოდებ ყველას, მიაქციონ
ყურადღება და შეასრულონ მისი მოთოხვნები", - აცხადებს თამაზ
მონიავა.
პოეტმა, ნიქა ჩერქეზიშვილმა გუშინ, სახელმწიფო კანცელარიასთან
შიმშილობა დაიწყო. იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში აღდგენას
ითხოვს, საიდანაც ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.
უწყების ყოფილი თანამშრომლის თქმით, მას შესყიდვების სამსახურის
ხელმძღვანელის პოსტი 2015 წლის ოქტომბერში კანონდარღვევით
დაატოვებინეს.
ნიკა ჩერქეზიშვილი თანამდებობაზე აღდგენისთვის, პარალელურად,
სასამართლოში იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები