ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამოსაავტომობილო გზის რამდენიმე
მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები