ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღის
აღსანიშნავად, მკლავჭიდსა და წოლჭიდში საერთაშორისო ტურნირი
გაიმართა.
"მსგავსი ღონისძიება ქალაქში პირველად ტარდება. მომავალ წელს კი
მეზობელი ქვეყნებიდანაც გვსურს სპორტსმენების მიღება", – აღნიშნა
საქართველოს შშმ პირთა ფედერაციის "აღორძინება 2002" თავმჯდომარე,
თეიმურაზ ჭეიშვილი.
ტურნირში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლების გარდა,
უკრაინელი მკლავჭიდელები მონაწილეობდნენ.
"გასულ წელს დავინტერესდი მკლავჭიდით, გამარჯვების იმედი მაქვს, დიდი
ხანი ვემზადებოდი", –ამბობს ტურნირის მონაწილე, ნიკა ჯინჯიხაძე.
გამარჯვებულები და პრიზიორები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებაა.
მასალის გამოყენების პირობები