პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
თავმჯდომარე, გოგი წულაიამ ქუთაისში ასათიანი ქუჩაზე მიმდინარე წყლის
სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა.
ის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, კომპანიას SMK,
უხარისხოდ შესრულებული სამუშაობისთვის, პასუხი აგებინოს.
წულაიას თქმით, ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებული
წყლის მილი ისევ დაზიანდა და მისი შეკეთებისთვის სამუშაობი კვლავ
განახლდა.
"უკვე გზის საფარი უნდა დაეგოთ. რამდენიმე დღეა ისევ დაზიანდა წყლის
მილი და კვლავ ამოთხარეს მიწა. ახლა კიდევ თავიდან უნდა დაიწყონ
სამუშაობი. როდემდე უნდა გაგრძელდეს უსამართლობა ამ ქალაქში. ვინმემ
პასუხი ხომ უნდა აგოს. ვითომ ქართველები ვერ ავჩიჩქნიდით ამ მიწას.
მოიყვანეს უცხო კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს სამუშაოებს,"-
განაცხადა გოგი წულაიამ.
კომპანიაში SMK აცხადებენ, რომ დაზიანება ძველი წყლის სისტემის
გაყვანილობაზე დაფიქსირდა.
"ზუსტად ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი და რა დაზიანდა, მაგრამ სავარაუდოდ
ეს იყო ძველი მილი, რომელიც, შეიძლება, სატვირთო მანქანის გავლის
შემთხვევაშიც დაზიანდეს," - აცხადებენ თურქულ კომპანიაში.
"გაერთიანებული წაყლომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი
SMK ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას
რამდენიმე თვეა ახორციელებს.
სამუშაოების გაჭიანურების გამო, ერთი თვის წინ კომპანიის ადგილობრივი
ხელმძღვანელობა შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები