აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ფრანგული
ინსტიტუტის" წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაზე სასწავლებლის სტუდენტებს სასწავლო და სასტიპენდიო
პროგრამები გააცნეს, რომელთა მიხედვითაც მაგისტრატურის სტუდენტები
საფრანგეთში, 1 წლით უფასოდ ისწავლიან.
"სტუდენტებს ვაძლევთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება
საფრანგეთში არსებულ კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში დარეგისტრირება,
რა სტიპენდიებს სთავაზობს მათ ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება,"-
განაცხადა "საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის" წარმომადგენელმა, ანა
ლოლუამ.
ინსტიტუტი საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახურია, რომელიც მსგავს
შეხვედრებს სტუდენტებთან ყოველწლიურად მართავს.
მასალის გამოყენების პირობები