ქუთაისში, ახლაგაზრდა მამაკაცი, რომელიც პურის საცხობში მუშაობდა,
საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების
თქმით, ცხედარი დილით 8:00 საათზე ნახეს.
"ჩოხატაურიდან იყო ჩამოსული. აქ პურის საცხობში მუშაობდა და
ჩემს სახლში უსასყიდლოდ ათევდა ღამეს. წუხელ დაახლოებით
პირველ საათზე ნასვამი მოვიდა. მე ვუთხარი რომ დაესვენა და
ოთახში შევიდა დასაძინებლად. არ ვიცი რა მოხდა დილით ვნახეთ
გარდცვლილი. ლოგინი დამწავრი იყო, მაგრამ იმდენად არა რომ ადამიანი
დამწვარიყო. ალბათ სიგარეტს მოუკიდა და კვამლით გაიგუდა. ეს არის ჩემი
ვერსია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის ექსპერტიზა
უტარდება", - ამბობს თვითმხილველი, თენგიზ ამბროლაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
წარმომადგენელი, ტატო კუჭავა ქუთაისიპოტთან საუბარში
განმარტავს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
არის აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კუჭავას განმარტებით, ამდროისთვის დანიშნულია შესაბამისი
ექპერტიზა.
გარდაცლილი მამაკაცი დაახლოებით 35 წლამდეა ასაკისაა.
რეზი ბურჯანაძე
მასალის გამოყენების პირობები