აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში "მოსახლეობის ფორუმი"
გაიხსნა.
შეხვედრაზე ქუთაისის მერიამ და საქართველოს მედია კლუბმა ქალაქის
განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია "ქუთაისი 2021"ტურიზმისა და
ინფრასტრუქტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და ახალგაზრდობას
გააცნეს.
"ქუთაისი 2021" შვიდ სტარატეგიულ მიზანს და 10 პროგრამას მოიცავს. მათ
შორის, ერთ-ერთ პრიორიტეტი, ქუთაისის ტურისტული პოტენციალის
გაზრდაა.
"შეხვედრა ითავლისწინებს დამტკიცებული სტრატეგიის ეკონომიკური
პროგრამის კიდევ ერთხელ პრეზენტაციას, ასევე ვისაუბრეთ ბიჯეტის
პრიორიტეტებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საზოგადოება დაიყოფა სამ
ჯგუფად. ისინი სამ მიმართულებაზე იმუშავებენ. ეს არის
ინფრასტრუქტურის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საკითხები. აქ წამოჭრილი
თემები განიხილება და მაქსიმალურად შევეცებით ეს აისახოს მომავალი
წლის ბიუჯეტში," - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე
ქავთარაძემ.
შეხვედრას, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად,
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. მათი
თქმით, ხალხის აზრის გათვალისწინება ყოველთვის უკეთესი შედეგის
მომტანი იქნება ქალაქის ბიუჯეტისთვის.
"უკვე მიხვდა თვითმმართველობა, რომ აუცილებელია მოსახლეობაც ჩაერთოს
ბიუჯეტის დაგეგმვაში. აქ უკეთ ჩანს პრიოერიტეტბი და შესრულებული
სამუშაოები. გავაჟღერებ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ, რომელიც
ჩემს უბანში არის და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს," - განაცხადა
ჯავახიშვილის #26 ბინის ამხანაგობის თავმჯდომარემ, ლია
აბჟანდაძემ.
საშუალოვადიანი სტარტეგიული გეგმის მიხედვით, ქუთაისში
საკონცერტო დარბაზის და
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალის
გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, "ქუთაისი 2021"–ში ყურადღება
გამახვილებულია სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა
ღონისძიებების მოწყობაზე.
მასალის გამოყენების პირობები