ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე, პოეტ ზურაბ კუხიანიძის ძეგლის
მიმდებარედ, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის ნახატის მიხედვით,
კედელი იხატება.
აქცია "მაკდონალდსის" სოციალური კამპანიის "უფრო ახლოს, უფრო
მარტივად!" ფარგლებში სრულდება. მას კომპანიის დაკვეთით სარეკლამო
სტუდია "ბეთერ ფლაი პროდაქშენი" ახორციელებს.
"სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ნახატები გადაგვაქვს
მასშტაბურ კედელზე. კამპანიის იდეა ასეთი ბავშვების საზოგადოებაში
ინტეგრაცია და მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა," –
განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში "ბეთერ ფლაი პროდაქშენის"
პროდიუსერი, დემეტრე ბერაძე.
მისივე ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე არსებული კედელი ერთ–ერთი
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის ნახატით მოიხატება, რომელიც ხვალ
დასრულდება.
კომპანია "მაკდონალდსი" მსგავს აქციას საქართველოს ხუთ ქალაქში
მართავს.
მასალის გამოყენების პირობები