ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე თანამდებობიდან
გადააყენეს.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, მაღრაძისთვის თანამდებობის
დატოვებას საკრებულოს 35 წევრიდან 22-მა დაუჭირა მხარი.
ამ დროისთვის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობას, მისი მოადგილე,
მანანა ბარბაქაძე ასრულებს.
ადგილობრივი საკანონონმდებლო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელის
წინააღმდეგ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები
გამოვიდნენ.
"მისი მუშაობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა. გარდა ამისა,
მას ქონდა კომუნიკაციის პრობლემები. სწორედ ამიტომ მოხდა მისი
გადაყენება", - ამბობს ქუთაისიპოტთან საუბარში ფრაქცია "ქართული
ოცნების" ხელმძღვანელი, ვარლამ თავზარაშვილი.
საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ
კოლეგებმა გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღეს.
ინგა მაღრაძეს იმპიჩმენტი თავადპირველად მიმდინარე
წლის 1 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე
მოუწყვეს. თუმცა, მაშინ მხოლოდ 18 დეპუტატის ხმა საკმარისი არ
აღმოჩნდა მის გადასაყნებლად.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მიხედვით,
განმეორებითი იმპიჩმენტის გამოცხადება სამი თვის შემდეგ
არის შესაძლებელი.
ინგა მაღრაძე ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014
წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მაშინ საკრებულოს
"რესპუბლიკელი" წევრი თავმჯდომარედ ხმათა უმრავლეოსობით იქნა
არჩეული.
მასალის გამოყენების პირობები