ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე
ხვალიდან საქალაქო ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს
ქუჩაზე მოძრაობა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა
შეფერხებული, რის გამოც მესამე დღეა გზის
სავალი ნაწილი სასტუმრო "თბილისთან" გადაკეტილია
და საქალაქო ტრანსპორტი შემოვლითი გზებით სარგებლობს.
საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ასათიანის ქუჩიდან ჭავჭავაძის
მიმართულებით გადაადგილდებოდა, ამ დროისთვის ერისთავის, გვანცელაძისა
და სინაურის ქუჩებით მოძრაობენ.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანი Smk
– მ, რომელიც წყლის სისტემის რეაბილიტაციას ქალაქის მასშტაბით
ახორციელებს, ასათიანის ქუჩის გადაკეტვა სამი დღით ითხოვა.
ასათიანის ქუჩაზე კომპანია წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას
რამდენიმე თვეა ახორციელებს.
სამუშაოების გაჭიანურების გამო, ერთი თვის წინ კომპანიის ადგილობრივი
ხელმძღვანელობა შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები