სახალხო დღსასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან დაიწყო.
საჩხერის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა,
სადაც მომღერალი თემურ წიკლაური ადგილობრივ მუსიკოსებსა
და ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებელბთან ერთად კონცერტს
გამართავს.
"მუხრანობის" აღნიშვნა საირმე-ჭორვილა-მოძვი-ჯილაურდის
დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნით დაიწყო.
12:00 საათზე არგვეთის საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის
შემოქმედებას პერფორმანსით წარმოადგენენ.
მოგვიანებით, პოეტის სახლმუზეუმში ადგილობრივი მსახიობები
ლიტერატურულ კომპოზიციებს შესთავაზებენ მსმენელებს.
საჩხერის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ანსამბლი
"მოდინახე" იმღერებს.
15:00 საათიდან რკინიგზის მოედანზე დაიწყება სპორტული თამაშობები და
გამოფენა. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები.
სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვებენ საჩხერის საპატიო
მოქალაქეებსაც.
"მუხრანობა 2016" საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
.
მასალის გამოყენების პირობები