ახალი ამბები
ქუთაისელ დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს ერთმანეთთან დაკავშირებს სთავაზობენ
FaceBook
ქუთაისში, პირველად დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველს ერთმანეთთან დაკავშირებას სთავაზობენ.

დასაქმების მსურველს პოზიციების ცვლილებებსა და პირობების გაუმჯობესებას, ხოლო დამსაქმებელს მათთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევენ. ამ მიზნით, კომპანია "კარიერული წინსვლის ჯგუფმა" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" შეხვედრა გამართა.

კომპანია "კარიერული წინსვლის ჯგუფის" ხელმძღვანელის, სალომე ჟორჟოლიანის თქმით, კომპანიებს ვაკანსიის დაკომპლექტებაში უსასყიდლოდ ეხმარებიან.

"მოგვმართავენ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. შემდეგ ამ ვაკანსიებს ვარკვევთ. გვაქვს ძალიან დიდი ბაზა, რომელიც მზარდია. ვხვდებით სხვადასხვა ადამიანს და შემდეგ უკვე ვაკავშირებთ დამსაქმებლებთან. ამიტომაც ჩამოვედით ქუთაისში. მონაცემებს მოვნიშნავთ და ვაკანსიები როცა იქნება ქუთაისში შევეხმიანოთ და შევახვედროთ კომპანიებს", - აცხადებს სალომე ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, ვაკანსიები ყველა სფეროს მოიცავს. მაღალ და და ქვედა სფეროს პოზიციებსაც.

სამუშაოს მაძიებლებს "კარიერული წარმატების ჯგუფთან" დაკავშირება შემდეგ საკონტაქტო მისამართზე შეუძლიათ: 599 310 351 ან This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

"კარიერული წინსვლის კომპანია" მიმდინარე წლის თებერვალში დაარსდა.

კომპანია "კარიერული წარმატების ჯგუფი" ქუთაისელ დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს გაესაუბრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.