ჭიათურის #56-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 58-ვე საარჩევნო უბანი
დათვლილია.
ცენრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურის მაჟორიტარი
დეპუტატობის მანდატი "ქართული ოცნების" კანდიდატს, სულხან მახათაძეს
ერგო.
მან 43 798 ამომრჩეველიდან ხმების 63.94% მიიღო, რამაც რაოდენობრივად
11 644 ხმა შეადგინა, ხოლო "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატმა, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა 5 579 ხმა (36.05%)
მიიღო.
ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვება
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს წინასწარ, არჩევნების შედეგების
გამოქვეყნებამდე
აღნიშნეს.
მასალის გამოყენების პირობები