ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქუთაისიპოსტის
ჟურნალისტები არ დაუშვეს.
ციხის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩვენო კომისიის მიერ
ჟურნალისტებზე გაცემულ საარჩევნო აკრედიტაციაში ეჭვი შეიტანეს და
განუცხადეს, რომ საარჩევნო უბანზე მათი აკრედიტაციის არაავთენტურობის
გამო ვერ დაუშვებენ.
"ციხის დირექტორმა ნახა აკრედიტაციები, რომელზეც არ არის ცოცხალი
ბეჭედი, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგიშვებთ," - განუმარტეს
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების
ადმინისტრაციაში.
ფაქტის თაობაზე, "ქუთაისიპოსტი" აპირებს იურისტებს და ცენტრალურ
საარჩევნო კომისიას მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები