ქუთაისის საკრებულოს ფრაქციას "ქართული ოცნება-მრეწველები" დღეს
საკრებულოს სხდომაზე გააუქმებენ.
ფრაქცია სულ სამ დეპუტატს: ლაშა გვენეტაძეს ვიქტორ დოლიძეს და
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბექა ყანჩელს აერთიანებს.
ფრაქციის დაშილის მიზეზად ერთ-ერთი წევრის, ლაშა გვენეტაძის
საპარლამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა
სახელდება.
ქუთაისის საკრებულოში სულ 6 ფრაქცია იყო წარმოდგენილი ესენია: ფრაქცია
" ნაციონალური მოძრაობა", ფრაქცია "ქართული ოცნება-დემორატიული
საქართველო" ფრაქცია, "კონსერვატორები" ფრაქცია" ქუთაისისთვის",
ფრაქცია "სამართლიანობა" და ფრაქცია "ქართული ოცნება
-მრეწველები".
საკრებულოს რიგით 26-ე სხდომა ამ დროისთვის მიმდინარეობს , სადაც დღის
წესრიგში 6 საკითხი განიხილება.
ერთ-ერთი საკითხი კი ფრაქციის დაშლაა.
მასალის გამოყენების პირობები