"შეჩერებული წამი" - ბათუმელი ბავშვების ფოტოგამოფენა ქუთაისში (ვიდეო)
14:51 / 22.09.2016
პროექტის "შეჩერებული წამი" ფარგლებში ქუთაისში ბათუმელი ბავშვების
მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციაში 13 ნორჩი ფოტოხელოვანის ნამუშევარი იყო
წარმოდგენილი.
გამოფენაში, ასევე, ქუთაისელი მოზარდები, თავიანთი ფოტო შემოქმედებით,
მონაწილეობდნენ.
"ამ პროექტის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდთა
ფოტოხელოვნებით დაინტერესება, მათი შემოქმედებითი უნარების
გაუმჯობესება, თვითრეალიზაციისა და მოტივაციის ამაღლება. ასევე,
ბავშვებს შორის კონტაქტების დამყარება და დაახლოება," – განმარტა
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია
სირაბიძემ.
პროექტი "შეჩერებული წამი" სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის
მუზეუმის ორგანიზებით განხორციელდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები