მიმდინარე წლის 23-24 სექტემბერს ტემპერატურის მკვეთრად კლებას
გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირებს.
უწყების ინფორმაციით, 23-24 სექტემბერს, საქართველოში ცივი და ნოტიო
მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი
დაცემა, ძლიერი წვიმა და ელჭექი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან,
შესაძლებელია, თოვლი.
იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მასალის გამოყენების პირობები