"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წყალტუბოს ორგანიზაცია სამმა
წევრმა დატოვა.
პარტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
წევრების დატოვების შესახებ ინფორმაციას პარტიის იმერეთის
ორგანიზაციაშიც ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ ისინი პარტიის
წევრები არასოდეს ყოფილან.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კი ეს პროცესი კოორდინატორებს
შორის კონკურენციით არის გამოწვეული.
"მას შემდეგ, რაც მოხდა 3 პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება
მოძრაობასთან "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" გაჩნდა მეტი
კონკურენცია საარჩევნო პერიოდში ჩართულ კოორდინატორებს შორის. ეს
ადამიანები არ ყოფილან პარტიის წევრები, ისინი იყვნენ კოორდინატორები.
ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რათა საზოგადოებაში შეიქმნას
შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს რიგებს მასიურად ტოვებენ, რეალურად კი
საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მუშა პროცესთან, რაც თან ახლავს
წინასაარჩევნო პერიოდს", - განმარტავს იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, კობა ჩიხლაძე.
მასალის გამოყენების პირობები