8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩევლებს სიებთან
დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმის ვადა 2016 წლის 22 სექტემბერს
ეწურებათ.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს
მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა
და მათში ცვლილების შეტანა, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში.
ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში
განთავებული #27-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია
ყიფიანის განმარტებით, ამომრჩევლები ერთიან სიაში საკუთარ თავს
ამოწმებენ.
"იყო ერთი ადამიანი, რომელმაც პრეტენზიით მოგვმართა, რადგან არ იყო
ჩვენთან სიაში, მაგრამ იყო სხვა საარჩევნო უბანზე", - განმარტავს
ყიფიანი.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლების მხრიდან უკვე მიმართვიანობა აქვთ
გადასატან ყუთთან დაკავშირებითაც.
#27- ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 262 ამომრჩეველის და 13
წევრიანი კომისიის მორიგების სიები უკვე განთავსებულია.
კომისიის თავმჯდომარის, მაია ყიფიანის თქმით, უბანში ისინი დილის 9
საათიდან 18 :00 საათამდე მუშაობენ.
ქუთაისში სულ 152 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 128 საარჩევნო
უბანია. მათ შორისაა #59-ე ოლქისთვის შეერთებული თერჯოლის
მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, სადაც 5 უბანი გაიხსნება.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები