ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, სპორტის
სასახლე გაიხსნება.
ღონისძიება 15 საათზეა დაგეგმილი, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი გივი
ჭიჭინაძე და სპორტის და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
წარმომაგენლები დაესწრებიან.
ტყიბულის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ სპორტის
სასსხლის არსებობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
"ეს სასახლე გამოაცოცხლებს არა მხოლოდ ტყიბულს, არამედ მთელს რეგიონს.
შეიძლება ითქვას, რომ შენობა ოლიმპიური სტანდარტებით არის აშენებული,
რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაც არის გათვლილი", -
ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი.
ტყიბულში სპორტის სასახლის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რომლისთვისაც
რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 400 000 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები