ახალი ამბები
იმერეთს, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ექნება
FaceBook
ქუთაისის მახლობლად ახალი ნაგავსაყრელი აშენდება.

ამის შემდეგ კი არსებული ნაგავსაყრელები დახურვის რეჟიმზე გადავლენ, მათ შორის ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელი.

ეს ყველაფერი კი პროექტ "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის" ფარგლებში მოხდება.

ახალი ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება.

"ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტების სრული დაცვითა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მოთხოვნილი ნორმების გათვალისწინებით კეთდება. წინასწარი მოკვლევით, რომელიც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა განახორციელა, ყველაზე უფრო ხარჯეფექტურად არსებული ნაგავსაყრელების დახურვა, რეგიონის სხვა დაურეგულირებელ ნაგავსაყრელებთან ერთად და ახალი რეგინალური ნაგავსაყრელის აშენება დადგინდა. ნაგავსაყრელის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა ის იმერეთში, ქუთაისის მახლობლად განთავსდება," - აცხადებს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორის მრჩეველი, ხათუნა ჩიკვილაძე.

ახალი ნაგავსაყრელი მისი ექსპლუატაციის მანძილზე ჯამში 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.

პროექტი საქართველო გერმანიის თანამშრომლობის, KFW–ის, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.