ლურჯი მოცვის ბაღი იმერეთში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის
სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა.
პროექტი წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში 8.4 ჰექტარ მიწის
ნაკვეთზე კომპანიამ „აგრო+“ განახორციელა. ფირმამ ლურჯი მოცვის ბაღის
გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის
სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
აქედან, 90 038 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 961 ლარი წვეთოვანი
სისტემების მოწყობას მოხმარდა.
პროგრამის ფარგლებში მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები
იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, ხოლო
გაცემულმა დაფინანსებამ 454 055 ლარი შეადგინა.
ქვეყნის მასშტაბით ახალი ხეხილის ბაღები და სარწყავი სისტემა 1 519
ჰექტარზე მოეწყო, რაზეც საერთო ჯამში 7,8 მილიონი ლარზე მეტი
დაიხარჯა.
პროგრამა „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ინიციატივით, საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო.
„პროგრამის ფარგლებში თანამედროვე ტიპის ბაღის და სანერგე მეურნეობის
მოწყობა, ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე
იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის
პროცესს,“ - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები