ქუთაისის საბავშვო ბაღების ფილიალები სასწავლო პროცესის დასაწყებად
მზად არიან.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების
გაერთიანების დირექტორმა, ნანა ლორთქიფანიძემ განუცხადა.
ქალაქის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის
19 სექტემბერს დაიწყება.
ნანა ლორთქიფანიძის განმარტებით, ახალი სასწავლო წლისთვის ბაღებში
მიღებულ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ბავშვთა
რეგისტარცია 2016 წლის 10 სექტემბრემდე გრძელდება.
"ბავშვების ნაკადი არის და ჩვენ ორინტირებული ვართ იმაზე, რომ
დავაკმაყოფილოთ მშობლების მოთხოვნები", - ამბობს ნანა
ლორთქოფანიძე.
გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ წელს ყველა საბავშვო ფილიალში ცეკვის
გაკვეთილები უფასოდ ჩატარდება.
ქუთაისში ამ დროისთვის სულ 37 საბავშვო ფილიალია. გასულ წელს 10
000-მდე აღსაზრდელი იყო რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები