ქუთაისის მერია საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის
სხვადასხვა დასახელების აბრებსა და სტენდებს ყიდულობს.
აღნიშნულის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული
ტენდერი 1 აგვისტოს გამოცხადა, სადაც წინადადების მიღება 7
აგვისტოს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.
22 ცალი აბრა; 35 - კაბინეტის აბრა; კაბინეტის აბრის დასამაგრებელი -
35 ცალი; ორი ცალი სტენდი; კაბინეტის 20 ცალ ნუმერაციასა და ბეჯზე
დასაკრავი 10 ცალ აბრა - ამის შესაძენად ქუთაისის მერია
1`820.00 ლარის დახრჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია
ვალდებულია აბრებისა და სტენდების დიზაინი და ტექსტი დაამზადოს
შემსყიდველის ანუ მერიის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.
ასევე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრედენდეტმა საკუთარი
ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მიწოდებული აბრებისა და სტენდების მონტაჟი
მაღალხარისხიანი სამონტაჟო მასალებით.
" მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში
ნამყოფი), ხარისხობრივად უნაკლო", - მითითებულია სატენდერო
დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები