სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა
აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის
ავტომაგისტრალის პირველი - 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის
პროექტის ფარგლებში 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება, აშენდება 8
სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა.
ამ დროისთვის, ამ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური
ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი - 11,5 კილომეტრიანი
მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს
გაივლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის დასრულების
შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, ასევე შემცირდება
საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო
მიმოსვლა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, ხოლო
სამუშაოებს უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები