ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა "ქუთაისიპოსტის"
ჟურნალისტებს მატყუარა უწოდა.
უწყების პრესსამსახური ბოლო დღეებში ადგილობრივი მედიის
წარმომადგენლებსა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად
ჯავახიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადებას
ავრცელებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით
უთანხმოება წარმოიშვა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსს ზვიად ჯავახიასა და ჟურნალისტებს შორის, რაც ჩვენს შეშფოთებას
იწვევს. ასევე, ეს დაპირისპირება ქუთაისის მერისთვის, შოთა
მურღულიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ადმინისტრაციის უფროსს
გაფრთხილება მისცა. მომხდარს განიცდის თავად ზვიად ჯავახიაც. საჯარო
მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს, მიუხედავად იმისა ჟურნალისტი
ინფორმაციას რა ინტერპრეტაციით ავრცელებს. მიგვაჩნია, რომ საკითხი,
რომელიც მარტივი გადასაწყვეტი იყო, არ უნდა გამხდარიყო დაძაბულობის
მიზეზი ჟურნალისტსა და თანამდებობის პირს შორის", - ნათქვამია
ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები