ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბზის კორომების შეწამვლის
პირველი ორი ეტაპი დასრულდა
სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის,
ენტომოლოგის გიორგი მამადაშვილის თქმით, ბზის კორომების დაცვის
მიზნით, ხემცენარეები შეიწამლა გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და
იმერეთში,მათ შორის
გელათისა და მოწამეთას
მიმდებარედ.
"დაიგეგმა მომდევნო წელს განსახორციელებელი ბრძოლის ღონისძიებები, რაც
შესულია ასევე კოლხური ბზის გადარჩენის მრავალწლიან ეროვნულ სამოქმედო
გეგმაში," - ამბობს ენტომოლოგი გიორგი მამადაშვილი.
სპეციალისტების ინფორმაციითვე, შეწამვლის დროს ვიყენებთ სპეციალურად
შერჩეულ ბიოლოგიურ ინსექტიციდს.
"ეფექტურია ადრეული ხნოვანების მატლებზე და არ მოქმედებს არც
ფუტკრებზე ან რაიმე სხვა სასარგებლო მწერზე, არაა საზიანო არც
ადამიანისთვის და არც შინაური ცხოველებისთვის. მეორე შეწამლვითი
ღონისძიება უკვე განხორციელდა ორ რეგიონში, გურიასა და სამეგრელო-ზემო
სვანეთში იმერეთში. აღნიშნულ რეგიონში ბზის ალურა გამოვლინდა ძევრის,
ორპირის (გელათისა და მოწამეთას მიმდებარედ), ტყიბულისა და მუხურას
ტერიტორიებზე. აღსანიშნია, რომ შეწამლვითი ღონისძიება ხორციელდება არა
მხოლოდ ბზის ალურას გავრცელების კერებში, არამედ იმ სარისკო
ფართობებზეც, სადაც დიდი ალბათობაა მისი გავრცელების" - განმარტავენ
სააგენტოში.
სატყეო-დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ინვაზიური მავნებელი სახეობის
პეპლის ალურასაგან დაცვა მიმდინარე წელს სააგენტოს ერთ-ერთი
პრიორიტეტია.
"ბზის კორომებს ვიცავთ ინვაზიური მავნებელი სახეობის პეპლის - ბზის
ალურასაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო სამი წელია
ფიქსირდება," - ამბობენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით,
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისათვის სპეციალურად შეირჩა ბიოლოგიური
პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ბაქტერიის
Bacillus thuringiensis ბაზაზე, რომლის ტოქსინებიც
ზემოქმედებენ მავნებლის ადრეული ხნოვანების მატლებზე.
"ლეპიდინი - არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აღნიშნულ ბაქტერიას და
მათ მიერ დაგროვებული ტოქსინების ბუნებაში გაფრქვევა ხდება სპეციალური
აეროზოლური შემსხურებლის საშუალებით. ბზა საქართველოს ტყეებში
უმეტესად ქმნის ქვეტყეს. აეროზოლური შესხურებისას ხდება ქარის
მიმართულების გამოყენება და იქმნება ნისლი, რაც უზრუნველყოფს ხეობაში
ან/და კორომში ბზით დაფარული ფართობების უფრო სრულყოფილად
დამუშავებას," - აცხადებენ სატყეო დეპარტამენტში.
ბზის ალურას გავრცელება საქართველოში მხოლოდ სამ რეგიონში : იმერეთი,
გურია სამეგრელო-ზემო სვანეთი, სულ 400 ჰა ფართობზე დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები