ახალი ამბები
"საქნახშირი" ტყიბულის შახტების რეაბილიტაციას იწყებს
FaceBook
"საქნახშირმა" ტყიბულში შახტების გადაიარაღება–განახლებაზე მიმდინარე წელს 3,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეძენილი ახალი მანქანა–დანადგარები დაწესებულების ეზოშია მოთავსებული.

80 ერთეული ნახშირმზიდი ვაგონი, ჰაერის მიმწოდებელი კომპრესორი, ბულდოზერი, 270 ტონა რელსი შახტის რკინიგზისთვის – ეს კომპანიის მიერ შეძენილი ტექნიკის არასრული ჩამონათვალია.

"ახალი ტექნიკა შახტებში ბურღვა–ფეთქითი სამუშაოების დროს მეშახტეთა რისკის ქვეშ ყოფნის საკითხს მოხსნის, ხდება შახტების მექანიზირება, რაც უსაფრთხო შრომისა და შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია," – აცხადებენ "საქნახშირში".

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღჭურვილობის ნაწილის განახლება გასულ წელსაც მოხდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ასევე განახლდება გვირაბგამყვანი კომბაინი, რომელიც ფუჭ ქანში ფეთქით და საბურღ სამუშაოებს ახორციელებს.

ვაგონების მექანიზირებული გადამყირავებლი დანადგარი კი ქუთაისში მზადდება.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ტყიბულში ჩინეთიდან და უკრაინიდან ტექნიკის მეორე ნაწილს ელოდებიან, რის შემდეგაც ძველი აღჭურვილობის დემონტაჟი და ახლის განთავსება დაიწყება.

2016 წლის 27 აგვისტოს "საქნახშირმა" ტყიბულის თეატრში გამართული მეშახტეთა დღის აღსანიშნავი კონცერტი დააფინანსა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.