საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვანის საფებურთო
კლუბი "სულორი" 1000 ლარით დაჯარიმდა.
სფფ სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა, სადაც ამ და სხვა
საკითხებზე იმსჯელეს, 2016 წლის 24 აგვისტოს გაიმართა.
ფედერაციის განცხადებით, ვანის "სულორი" საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის პირველი ლიგის დებულების დარღვევის გამო დაჯარიმდა.
კერძოდ, პირველი ლიგის მატჩში "სქური"-"სულორი", ამ უკანასკნელმა 5
შეცვლა განახორციელა, რაც დებულების 4.14 მუხლს ეწინააღმდეგება.
სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე ამავე შეხვდრის მთავარი
მსაჯისა და ასისტენტების დისკვალიფიკაციის საკითხზეც იმსჯელეს.
"სქური" - "სულორის" მატჩის მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს აეკრძალა
მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე და მიეცა პირობითი
დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
პირველ ასისტენტ ივანე მაჩიტიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში სამი
ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
მეორე ასისტენტ თეიმურაზ მაღლაკელიძეს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში
ორი ტურით და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
სათადარიგო მსაჯ ილია ტუღუშს აეკრძალა მსაჯობა ყველა ლიგაში 2016 წლის
1 ოქტომბრამდე და პირობითი დისკვალიფიკაცია სეზონის ბოლომდე.
მასალის გამოყენების პირობები