ჩრდილოატლანიკურ საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში 7-8
სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის
შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს არის ჩრდილოატლანიკური საბჭოს რიგით
მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისადმი უპრეცედენტო
მხარდაჭერის და პარტნიორობის გამოხატულებაა.
"ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები,
როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის
მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს
ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს. ვიზიტის ფარგლებში
ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც
ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ
დაფიქსირდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე
საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით,
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების
კუთხით. ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა
საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს
ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს", - განაცხადა
საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან, ასევე განმარტა, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ის
პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატო-ში ინტეგრაციისთვის და
წევრობისთვის.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის
ფარგლებში ამ ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრებენ.
მასალის გამოყენების პირობები