ავსტრალიელები იძინებენ 22:45 საათზე, ამერიკელები იღვიძებენ ყველაზე
ადრე, მაგრამ ყველაზე ხანგრძივად ჰოლანდიელებს ძინავთ.
"ავსტრალიელები დასაძინებლად იმაზე ადრე მიდიან, ვიდრე მსოფლიოს ყველა
სხვა ქვეყნის მცხოვრებლები", ამ ინფორმაციას ავრცელებს
The Daily Mail, რომელიც ძილის რეჟიმის ბოლო
გლობალური კვლევას ეყრდნობა.
კვლევაში, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, გამოყენებული
იყო სმარტფონების კონკრეტული ფუნქცია, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი გახდა გაეანალიზებინათ 5400 ადამიანის ძილის რეჟიმი 100
ქვეყნიდან.
ჰოლანდილებს ძინავთ ყველაზე დიდხანს, მათი მოსვენება 8 საათი 12 წუთი
გრძელდება. მაშინ როცა სინგაპურისა და იაპონიაში მცხოვრელებს 7 საათი
და 24 წუთი ძინავთ.
.
ამერიკელები სხვებზე ადრე იღვიძებენ და მაღვიძარას დილის 6:45 საათზე
რთავენ.
"როგორც გაირკვა ყველგან საზოგადოება კარნახობს ადამიანებს დროს როდის
დაიძინონ, სამაგიეროდ ჩვენი შინაგანი საათი გვკარნახობს - როდის
გავიღვიძოთ",- აღნიშნა ერთ- ერთმა მკვლევარმა დევიდ ფორჯერმა.
The Daily Mail
მასალის გამოყენების პირობები