ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახანძრო–სამაშველოს განყოფილების
განახლებული შენობა დღეს გაიხსნა.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ორსართულიანი შენობა
ავტოფარეხით, ტექნიკითაა აღჭურვილი.
სახანძროს განყოფილების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი
მღებრიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი
მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჭიათურის განახლებულ სახანძრო სამაშველო სამსახურში 57 ადამიანი
იმუშავებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო
პირობების შესაქმნელად, მთელი საქართველოს მასშტაბით,
სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას
ახორციელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შენობის აშენება
და ძველი ნაგებობების რეაბილიტაცია იგეგმება. ინფრასტრუქტურული
პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ
სამუშაო პირობებსა და საგანგებო სიტუაციების დროს მათი რეაგირების
ხარისხს", - აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები