თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა 12-14
წლამდე მოზარდმა განახორციელა.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ
თაიფ ერდოღანი ავრცელებს.
მისი განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური
სახელმწიფოა", რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.
გაზიანთეფი სირიას ემეზობლება. გავრცელებული ცნობით, მას დაეშის
მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ.
ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა.
100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე
მდგომარეობაში იმყოფება.
გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა
კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
წყარო:
www.bbc.com
მასალის გამოყენების პირობები