მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისსა და
საქართველოს რეგიონებში ინგლისური ენის მასწავლებლებს ტრენინგს
სთავაზობს.
"ინგლისური ენის ციფრული რესურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის
სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა" ბრიტანეთის
საბჭოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ტრენინგი 1-კრედიტიანია, რომელიც 16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო
საათს მოიცავს.
მისი მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლების
პროცესთან სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლები შეძლებენ
ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას უცხოური ენის ოთხივე
მიმართულების სწავლებისას.
ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს
გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში,
გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის
უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის
შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოვახერხოთ მოსმენისა და
ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების
დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ
შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან,
ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.
მასწავლებლები კურსის ფარგლებში შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან
ციფრული რესურსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ,
რომ სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია ინგლისური
ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან.
ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი
მასწავლებლისათვის.
მსურველებს დარეგისტრირება მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები