"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ სამტრედიაში გამართული აქციის
მონაწილე, გიორგი სოფრომაძე იმერეთის სამხარეო პოლიციაში
იმყოფება.
მასთან აჟამად იმყოფებიან ადვოკატები.
უფლებადამცველის, გურამ იმნაძის ინფორმაციით გიორგი სოფრომაძეს
სამხარეო პოლიციაში მოწმის ნებაყოფილობითი სტატუსით გამოკითხვა
უტარდება. თუმცა, სოფრომაძის მოთხოვნაა გამოკითხვა სასამართლოში
წარიმართოს. ის, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებასაც
ითხოვს.
"გიორგის აღენიშნება მცირე დაზიანება ხელზე, როგორ ის აცხადებს მას ეს
დაზიანება სამტრედიაში დაკავების შემდეგ აღენიშნება," – აცხადებს
გურამ იმნაძე.
უფლებამდაცველების განცხადებით, სოფრომაძის დაკავებასთან დაკავშირებით
კითხვები არსებობს, რაზეც მათი მხრიდან რეაგირებას მოახდენენ.
"ოფიციალურად ამას არ ქვია დაკავება, თუმცა ჩვწნი შეფასებით ეს იყო
თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა და ჩვენ ამაზე ვაპირებთ სამტრედიის
პოლიციის თანამშრომლების მიმართ რეაგირებას მოვახდენთ. ასეთი
სამართლებრივი პროცედურა არ არსებობს, რომ ამგვარი ფორმებით მოხდეს
მოწმის გადაყვანა," – ამბობს გურამ იმნაძე.
საპროტესტო აქცია სამტრედიაში სახელწოდებით "დემურ სტურუასთვის
პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!" – "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ
იყო ორგანიზებული.
აქცია სოფელ დაფნარში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას საქმის
გამოძიებისა და კანონდამრღვევი სამართალდამცავების დასჯის მიზნით
გაიმართა.
საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას მონაწილეებმა პოლიციის
შენობასთან მყოფი ავტომობილები საღებავით შეღებეს და მათზე ფეხებით
დადგნენ, რამაც სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური
დაპირისპირება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები