შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი
დააკავა.
ზაზა სურმავა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში
უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის
ფაქტზე დააკავეს.
შსს განცხადებით, აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც
წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2
ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან
თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე).
მასალის გამოყენების პირობები