ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ფერების ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობა ახალგაზრდა
მუსიკალურ შემსრულებლებსა და ბენდებსაც აქვთ, რისთვისაც მათ
სპეციალური ბლანკი უნდა შეავსონ.
მათივე განმარტებით, 1 პაკეტი ფერადი ფხვნილის ღირებულება 3 ლარი
იქნება.
ფერების ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ფერების ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები