ქუთაისში ქვეყნის საგარეო კურსი გახდა განხილვის საგანი პოლიტიკურ
პარტიებს შორის.
საკითხის განხილვის მიზნით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ყველა
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბა, თუმცა შეხვედრაზე არ
იმყოფებოდა სახელისუფლებო მმართველი გუნდის წევრები.
ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების: "თავისუფალი
საქართველო", "გირჩის" "ახალი საქართველოს," "ახალი მემარჯვენეების"
"თავისუფალი დემოკრატების" "რესპუბლიკელებისა" და "საქართველოს
პატრიოტთა ალიანსის" წევრები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანამ
ევროინტეგრაციის გზით უნდა გააგრძელოს განვითარება.
"ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვჭირდება,
თუმცა აუცილებელია ვიაროთ ევროპული ღირებულებების გზით," - ამბობს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმზღვანელი,
გოგი წულაია.
"საქართველო უნდა განვითარდეს დასავლური ორიენტაციის საფუძველზე," -
განმარტა "ნაციონალმა" გიგი წერეთელმა.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები