ალპინიადა 2016 წლის 8 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით მოეწყობა,
რისთვისაც ქუთაისის მერია 5000 ლარად ღირებულ ტენდერს აცხადებს.
მასში მონაწილეობას დამწყები და პროფესიონალი მთავსვლელები
მიიღებენ.
ექსპედიციის მარშრუტია ქუთაისი-შივი-ქუთაისი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ალპინიადაში
მონაწილეობას 18 პირი მიიღებს, რომლებსაც მერია შეარჩევს.
ტენდერში გამარჯვებულმა ექსპედიციის წევრები საველე პირობებში
ღამისთევისათვის საძილე ტომრებით (7 კარავი, 2 ან 3 კაციანი) და
კვების პროდუქტებით უნდა უზრუნველყოს. საკვები კი თავად მონაწილეებმა
უნდა მოამზადონ.
ასევე, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია გამარჯვებულმა 3 ცალი
დამცავი ქამარი და 100 მეტრი დამხმარე თოკი შეისყიდოს.
ექსპედიციისთვის მოწვეული იქნება 3 ინსტუქტორი, რომლებსაც მინიმუმ 5
წლიანი გამოცდილება და სპორტის ოსტატობის კანდიდატის წოდება
ექნება.
მასალის გამოყენების პირობები