2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობისკენ მოსახლეობას
სპეციალურად გადამზადებული ადამიანები მოუწოდებენ.
ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია "დახმარების საერთაშორისო
ფონდი" პროექტს "მე მივდივარ არჩევნებზე" ახორციელებს.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ამ მიზნით ქუთაისში 500 ადამიანი
გადამზადდება.
"ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის
მონაწილეობა კენჭისყრაში, სწორედ ამ მიზნით გადამზადდებიან
ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას არჩევნებში ჩართულობისა და
გააქტიურებისკენ მოუწოდებენ," - ამბობს ტრენერი მანანა მანაგაძე.
პროექტის "მე მივდივარ არჩევნებზე" დირექტორის თემურ სულაძის თქმით,
ქუთაისის მუნიციპალიტეტში აუცილებელია მოსხლეობის გააქტიურება და
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არჩევნების მნიშვნელობის,
ამომრჩეველთა უფლებების თაობაზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები