ახალი ამბები
მასწავლებელზე საუკეთესო მოთხრობის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ლიტერატურულ კონკურსს "საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს.

საუკეთესო მოთხრობების ათეული ჟურნალში "მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge–ზე გამოქვეყნდება.

მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს კი ფულადი პრიზი და საჩუქრად პერსონალური პორტატული კომპიუტერები გადაეცემათ.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან.

პირველ ადგილზე გასულს 1000 ლარი, მეორეზე 700 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 500 ლარი გადაეცემა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჟიური მხოლოდ იმ მოთხრობებს განიხილავს, რომლებიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.