ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე მათ ქუჩაში
გამოსვლის საშიშროება ხემცენარეებზე შესეული მატლების გამო
ექმნებათ.
"ქუჩაში შიშით ვერ გამოვდივართ, ისე გამრავლნდნენ, რომ ჩვენც
გვესევა,"- ამბობენ ვალმაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები.
მატლები ხარების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბზებს
გაუჩნდა, საიდანაც ისინი ხეებზეც გადავიდნენ.
ტერიტორიაზე განადგურებულია ბზის კორომები და ასევე გამხმარია
რამდენიმე ხე.
ადგილობრივები მცენარეების სრულფასოვნად შეწამვლას ითხოვენ.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი გამწვანების სამსახურის
"იმერსერვისი +" წარმომადგენლის განმარტებით, დაავადებული ხეების
შეწამვლა ხვალ მოხდება.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი გამწვანების სამსახურის
იმერსერვისი + წევრების განმარტებით, დაავადებული ხეების შეწამვლა
ხვალ მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები