ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 17 აგვსიტოს ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, დენის მიწოდება ქსელის
სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
კომპანიის ცნობით, ვანში 10 500 აბონენტს ელექტრომომარაგება 07:00
საათიდან 08:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე
შეეზღუდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება
ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდება უფრო საიმედო და
ხარისხიანი ხდება. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".
მასალის გამოყენების პირობები