საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის
მშენებლობა იგეგმება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საკითხს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
მისივე თქმით, ეს იძლევა ძალიან შეღავათიან ფასად ევროპის
მიმართულებით მგზავრობის საშუალებას.
23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის
მიმართულებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან შვიდ ახალ მიმართულებას
ამატებს: ბერლინი, მემინგენი (მიუნხენი), დორტმუნდი, მილანი,
სალონიკი,
ლარნაკა, სოფია.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე:
www.wizzair.com
მასალის გამოყენების პირობები