მიმდინარე წლის 17-25 სექტემბერს საქართველოში მეცნიერებისა და
ინოვაციების ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით
ჩატარდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფესტივალის მიზანი სამეცნიერო კვლევებისა და
ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.
სამინისტროს ინფორმაციით, 9 დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნება
სხვადასხვა ქვეყანის მეცნიერების დღე, მოეწყობა ბირთვული კვლევების
ევროპული ცენტრის (CERN) გამოფენა და სხვა ღონისძიებები.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საქართველოში პირველად გასულ
წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო
უნივერსიტეტების, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა
მიიღეს. ასევე, ფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად ცერნის
ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) მოძრავი გამოფენა "ცერნი
დღეს" და "LHC ინტერაქტიული გვირაბი" გაიმართა.
გასული წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ლოგოდ ქართველი
ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში:
"ზეზვა და მზია იღებენ სელფის" შეირჩა.
მსგავსი ღონისძიება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ყოველწლიურად
იმართება.
მასალის გამოყენების პირობები