ახალი ამბები
„ახალგაზრდული ფერების" ფესტივალი წყალტუბოში
FaceBook
წყალტუბოში, სანატორიუმ "მედეაში" ახალგაზრდული ფესტივალი "წყალტუბო 2016" ჩატარდა.

ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, საბჭოთა დროინდელ სასტუმროში ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება სიმბოლურია და სტალინისტურ ეპოქაზე გამარჯვებას ნიშნავს.

სანატორიუმის ხეივანში, რომელსაც "მედეას" ხეივანს უწოდებენ, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ხეივანი ერთი დღით "შემოქმედების ხეივნად" იქცა და თავიანთი შემოქმედებისთვის ასპარეზი ახალგაზრდა მუსიკოსებს, მხატვრებს და პოეტებს დაუთმო.

"კარვების ქალაქი", კაფე-ბარი ღია ცის ქვეშ, ხატვა მოლბერტზე, ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალის ლოგოს კონკურსი და ფერების ფესტივალი -წყალტუბომ 13 აგვისტოს მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლა.

ფერების ფესტივალზე სტუმრებსა და ფესტივალის მონაწილეებს საკუთარი ხელის ფერადი ანაბეჭდის დატოვება შეეძლო.

ფესტივალის ბოლოს, შემოქმედების ხეივანში გაიმართა გასართობი შოუ- პროგრამა.

ახაგაზრდულ ფესტივალს ორგანიზებას უწევდა წაყლტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.