ახალი ამბები
დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახი - პოლიციელი სხვებზეც ძალადობს
FaceBook

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახი სამართლიან გამოძიებას და სამართალდამცველის დასჯას ითხოვს.


დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თვითმკვლელობამდე გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მისივე უბნის ინსპექტორს გ. თ.- ს ადანაშაულებდა.

როგორც გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილშია ნათქვამი, პოლიციელი მას ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა იმის თაობაზე, თუ ვინ მოიხმარდა სოფელში მარიხუანას.

სტურუას ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცავი ფსიქოლოგიურ ზეწოლას დაფნარში სხვა ახალგაზრდებზეც ახდენდა.

"დემური გულჩათხრობილი იყო და არაფერი გაუმხელია ჩვენთვის, მაგრამ ახლა ვგებულობთ, რომ პოლიციელის მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლის ფაქტები არ არის პირველი შემთხვევა. პოლიციელი სხვებზეც ძალადობს, ის გადაკიდებულია სოფელში მცხოვრებ ბიჭებზე, რომლებსაც ინფორმატორობას აიძულებს. უცილებელია გამოძიება სამართლიანად წარიმართოს და დაისაჯოს დამნაშავე," - ამბობენ დემურ სტურუას ოჯახის წევრები.

ისინი იმასაც ვარაუდობენ, რომ ისნპექტორმა დემური გარდაცვლილი ნახა და ფაქტი დამალა.

"არსებობს თვითმხილველი მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ მან 7 აგვისტოს გვიან ღამით დემურის სახლთან "პიკაპის" ავტომობილი დაინახა, საიდანაც ორი ადამიანი გადმოვიდა. მეზობელი ყვება, რომ ერთი სახლის ეზოში ტერიტორიას ფარნით ათვალიერებდა, მეორე კი ქვემოთ ელოდებოდა. ჩვენი აზრით, იმ დროს დემური უკვე გარდაცლილი იყო",-ამბობენ გარდაცვილის ოჯახის წევრები.

მათი თქმით, გარდაცვლილმა ეზოში თავი 7 აგვიტოს, წერილის დაწერიდან მალევე ჩამოიხრჩო. თუმცა, ექსერტიზამ გარდაცვალების თარიღად 8 აგვისტო, დღის 2 საათი დაასახელა.

"წერილი დაწერილი აქვს 7 აგვისტოს 20:10 წუთზე, ამის შემდეგ სატელეფონო შეტყობინებას უგზავნის დეიდამისს და აფრთხილებს, რომ მის მიერ დედისთვის დატოვებული წერილი იმ ადგილზე ინახება, როემლიც მხოლოდ დედამ იცის. სავარაუდოდ, ამის შემდგე მოიკლა მან თავი",-ამბობს გარდაცვლილის და ნათია სტურუა.

გარდაცვალების ზუსტი დროის დასადგენად, ოჯახმა გარდაცვლილს მეორე ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა.

"პირველი ექსპერტიზა თავად იმ პოლიციელის თაოსნობით ჩატარდა, ვინც ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა," - ამბობს გარდაცვლილის დედა.

შსს-ს ინფორმაციით, გ. თ.-მ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და საქმე გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა, თუმცა ქუთაისის საოლქო პროკურატურასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გარდაცვლილ დემურ სტურუას დღეს დაკრძალავენ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.