წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში, "საია" ქუთაისში პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე "საიას" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და საარჩევნო
პროგრამების კოორდინატორ ირმა პავლიაშვილი, პოლიტიკური პარტიების
წევრთა მოსაზრებებსა და წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებებს
გაეცნენ.
პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდში
სხვადასხვა მიმართულებით გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას თქმით, ადგილობრივმა
თვითმმართველობამ პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა
წარდგენისთვის შენობა არ დაუთმო, რაც მისი თქმით, პოლიტიკური ზეწოლის
გამოვლინებაა.
"არც ერთი შენობა არ გამოგვიყო მერიამ და ღია ცის ქვეშ მოგვიწია
შეხვედრის ორგანიზებამ. თავდაპრიველად თანხმობა განაცხდა მესხიშვილის
თეატრის დირექტორმა, თუმცა, მოგვიანებით მერიამ მოახერხა ის, რომ
საბოლოოდ უარი ეთქვათ ჩევნთვის",- განაცხადა უკლებამ.
წინასაარჩევნოდ, ააიპი დაწესებულების თანამშრომელთა კამპანიაში
შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა საკრებულოს "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა ნატო
ქათამაძემ. მისი თქმით, ააიპებში დასაქმებულებს სოციალური ქსელებით
შეუძლიათ აგიტაციის გაწევა.
"20 მილიონამდე იხარჯება ააიპებისთვის, რომელთა თანამშრომლებსაც,
უბრალოდ, შეუძლიათ სოციალური ქსელებით განახორციელონ აგიტაცია. თუ
ააიპის ყველა თანამშრომელი 24 საათი დაჯდება სოციალურ ქსელში, მეტი
პიარი არც სჭირდება ხელისუფლებას",- განაცხადა ნატო ქათამაძემ.
"პოლიტკური პარტიების მხრიდან გაჟღერებულ რამდენიმე ფაქტთან
დაკავშირებით, შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულ კანონდარღვევებს ადგილი.
ჩვენ შევისწავლით ამ ფაქტებს, მოვიძიებთ მტკიცებულებებს და გადავცემთ
უწყებათაშორის კომისიას, აუდიტის სამსახურს და სხვა
უწყებებს.საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსაც", - განაცხადა საიას
საარჩევნო პროგრამების კოორდინატორმა, ირმა პავლიაშვილმა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა ნაცლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო
პერიოდში "საიას" უმთავრესი მიზანი სამთავრობო უწყებების მუშაობაზე
დაკვირვებაა.
"ჩვენთვის განსაკურებით მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ როგორ მუშაობენ
წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო უწყებები, ძალოვანი სტრუქტურები,
სასამართლოები, საარჩევნო ადინისტრაცია, აუდიტის სამსახური და ასე
შემდეგ. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენა,
არამედ, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუშავება",-
განაცხდა ანა ნაცლიშვილმა.
"საია" აქტიურად დააკვირდება კენჭისყრის დღესაც და არჩევნების შემდგომ
პერიოდსაც.
წინსაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს კი არასამთავრობო
ორგანიზაცია შუალედურ ანგარიშში ასახავს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "საიას" 500 კაციანი
სადამკვირვებლო მისია ეყოლება.
მასალის გამოყენების პირობები