საინიციატივო ჯგუფი, დღეს, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი
მარგველაშვილს ხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს კონსტიტუციაში,
ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის განმარტების
ჩაწერის საკითხი.
ოჯახის დეფინიციის შესახებ საინიციატივო ჯგუფი საყოველთაო
რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. მათ, უკვე შეიტანეს ცესკოში 200
ათასზე მეტი ხელმოწერა.
საჭიროა თუ არა კონსტიტუციით ოჯახის დეფინიციის განმტკიცება, ამის
შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერთი თვის ვადაში უნდა
მიიღოს.
" თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება
განისაზღვროს,
როგორც ოჯახის შექმნის
მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის? -ასეთია რეფერენდუმის
შეკითხვის ფორმულირება.
საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლში წერია, რომ ქორწინება ემყარება
მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, თუმცა, ინიციატივის
ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ერთსქესიანთა ქორწინების
საფრთხეს შეიცავს.
საკითხზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი რეფერენდუმის
რეგისტრაცია
ცესკომ ერთხელ უკვე გააუქმა, რისი მიზეზიც,
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ხელმოწერების მიწოდების
ვადის დარღვევა იყო.
კონსტიტუციაში, ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ქორწინების
დაფიქსირების შესახებ ინიციატივა, უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს
პარლამენტის 80 დეპუტატის მიერ. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ხმა
სჭირდება.
არის თუ არა ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა? -ამ თემზე
საქართველოს
რამდენიმე ქალაქში საჯარო განხილვებიც
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები