უკვე ცნობილია ქუთაისის # 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
შემადგენლობა.
კომისიის თვმჯდომარე კვლავ ავთანდილ ოსეფაიშვილია. თავმჯდომარის
მოადგილე - გია ცაცაშვილი, მდივანი - ლარინა ლალიაშვილი,
წევრები: გელა თუთბერიძე, იზა ფერაძე და დავით ყიფშიძე.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, კომისიაში 7
პარტიის წევრი იქნება. ესენია: "საქართველოს კონსერვატიული
პარტია" - თეა ერგემლიძე, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" -
გიორგი ვაშაყმაძე, "თავისუფალი დემოკრატები" - მაია დათუსანი,
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - პავლე გვარამია,
"საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - ნინო შვანგირაძე, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი კილაძე და "ქართული ოცნება" - ქეთევან
ჯანელიძე.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები